Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ტურიზმის შესახებ article 16 ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შინაარსი და პაკეტის დაწყებამდე წარსადგენი დოკუმენტები. 1. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს მკაფიო და გასაგები ფორმით. ამ ხელშეკრულების დადებისთანავე ტუროპერატორი ან/და ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) ვალდებულია ტურისტს მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი ან მისი დადების დამადასტურებელი ინფორმაცია ხანგამძლე მატარებელზე. ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების ასლი მატერიალური ფორმით, თუ ხელშეკრულება დაიდო მხარეების ფიზიკური თანდასწრებით. 2. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა, უნდა შეიცავდეს: ა) ტურისტის სპეციალური მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც დაეთანხმა ტუროპერატორი; ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტუროპერატორი: ბ.ა) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ტურისტული მომსახურების სათანადო შესრულებისთვის ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად; ბ.ბ) ვალდებულია სირთულეების წარმოშობისას უზრუნველყოს ტურისტის დახმარება ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად; გ) უზრუნველყოფის გამცემის საფირმო სახელწოდებასა და საკონტაქტო მონაცემებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონტაქტო მონაცემებს (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი); |
ტურიზმის შესახებ article 16 დ) ტუროპერატორის ადგილობრივი წარმომადგენლის, საკონტაქტო პირის ან სხვა სამსახურის სახელწოდებას, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და შესაბამის შემთხვევაში − ფაქსის ნომერს, რომლებიც ტურისტს ტუროპერატორთან სწრაფად დაკავშირების და მასთან ეფექტიანი კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს, რათა ტურისტს შეეძლოს დახმარების მოთხოვნა სირთულეების არსებობისას ან საჩივრის წარდგენა, თუ პაკეტის პირობები სათანადოდ არ სრულდება; ე) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ტურისტი ვალდებულია ტუროპერატორს გონივრულ ვადაში აცნობოს პაკეტის პირობების ნებისმიერი დარღვევის შესახებ; ვ) არასრულწლოვანის მოგზაურობის შემთხვევაში − არასრულწლოვანის ან განთავსების ადგილზე მყოფ არასრულწლოვანზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემებს, თუ არასრულწლოვანს არ ახლავს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი და პაკეტი მოიცავს განთავსებას; ზ) საჩივრის განხილვის შიდა პროცედურებისა და მომხმარებელთა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის შესახებ ინფორმაციას; თ) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურისტს უფლება აქვს, პაკეტი გადასცეს მესამე პირს ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად. |
ტურიზმის შესახებ article 16 3. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ-3.ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოვაჭრე, რომელსაც გადაეცემა ტურისტის შესახებ მონაცემები, ვალდებულია ტუროპერატორს აცნობოს, რომ მან ტურისტთან დადო ხელშეკრულება, რითაც შეიქმნა პაკეტი. მოვაჭრე ვალდებულია ტუროპერატორს სრულად წარუდგინოს ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ტუროპერატორისთვის ვალდებულებების შესასრულებლად. ტუროპერატორი პაკეტის შექმნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ტურისტს წერილობით აწვდის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ტურისტს უნდა მიეწოდოს მკაფიო და გასაგები ფორმით. 5. პაკეტის დაწყებამდე გონივრულ ვადებში ტუროპერატორმა ტურისტი უნდა უზრუნველყოს ბილეთებით, დაჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტითა და სხვა შესაბამისი დოკუმენტებით, აგრეთვე გამგზავრების განრიგის, ფრენაზე რეგისტრაციის ბოლო ვადის, მგზავრობისას შუალედური გაჩერებების განრიგის, დამაკავშირებელი ტრანსპორტისა და ჩასვლის მიახლოებითი დროის შესახებ ინფორმაციით. |
ტურიზმის შესახებ article 16 6. ტუროპერატორი ვალდებულია ტურისტს გადასცეს დაზღვევის პოლისი ან საბანკო უზრუნველყოფა, რომლის თანახმადაც, სადაზღვევო ორგანიზაცია/მზღვეველი ან ფინანსური ინსტიტუტი იღებს ვალდებულებას, ტურისტს გადაუხადოს თანხა პაკეტის მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია ტუროპერატორის გადახდისუუნარობით. უზრუნველყოფაში მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის გამცემი სუბიექტის შესახებ მონაცემები, მათ შორის, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონტაქტო მონაცემები, აგრეთვე სხვა აუცილებელი მონაცემი, რომელიც საჭიროა უზრუნველყოფის გამოსაყენებლად. 7. ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს წერილობით, ქართულ ენაზე და შეიძლება შედგენილი იყოს სხვა ენაზედაც, რომელსაც ტურისტი ფლობს. |