Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 106 სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის უფლება-მოვალეობები. 1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევისას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სარეზერვო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. 2. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებული პირი ვალდებულია: ა) შეტყობინების მიღებისას მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდეს შემკრებ პუნქტში; ბ) შემკრებ პუნქტში გამოცხადების შემდეგ შეასრულოს უფლებამოსილი პირის მითითებები. |