Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო ვალის შესახებ article 35 სახელმწიფო გარანტიის გაცემის პროცედურა. 1. სახელმწიფო გარანტიის მისაღებად ეკონომიკურ აგენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შეაქვს განცხადება, რომელშიც მითითებულია: ა) ეკონომიკური აგენტის დასახელება და მისამართი; ბ) მომსახურე საფინანსო დაწესებულებაში ანგარიშსწორების ანგარიშისა და ანგარიშის ნომერი; გ) კრედიტის თანხა, რომლისთვისაც გამოითხოვება გარანტია და კრედიტის გაცემის პირობები; დ) ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოიცავს კრედიტის მიზანს, გასათვალისწინებელ ხარჯებს, მოქმედების პერიოდს, სავარაუდო სარგებელსა და შესაძლო რისკს; ე) კრედიტის გამცემი საკრედიტო დაწესებულების დასახელება, რომლისთვისაც გამოითხოვება გარანტია; ვ) თარიღი, როდესაც სესხის ამღებმა ითხოვა სესხზე სახელმწიფო გარანტია. 2. ეკონომიკურმა აგენტმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტები და ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ, რომელიც მოიცავს: ა) ბოლო ორი წლის სამეურნეო საქმიანობის საბუღალტრო ბალანსს (აუდიტორული დასკვნით); ბ) ინფორმაციას ეკონომიკური აგენტის დავალიანების შესახებ ბიუჯეტის, საფინანსო და სხვა დაწესებულების მიმართ; გ) საინვესტიციო პროექტების საბუთების ასლებს; დ) მოგების პროგნოზირებას და მის განაწილებას საგარანტიო პერიოდში; |
სახელმწიფო ვალის შესახებ article 35 ე) ეკონომიკურ აგენტსა და საფინანსო დაწესებულებას შორის საკრედიტო ხელშეკრულების პროექტს; ვ) ინფორმაციას ეკონომიკური აგენტის აქტივების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაგირავდეს და გამოყენებულ იქნეს დავალიანების დასაფარავად; ზ) ინფორმაციას გადაუხდელ ვალებზე, კრედიტორების ვინაობისა და მისამართების, აგრეთვე ვალების გადახდის მდგომარეობის მითითებით. 3. კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიები არ მიეცემათ: ა) იმ იურიდიულ პირებს, რომელთაც აღებული აქვთ და არ დაუბრუნებიათ (ვადაში ან ვადის გადაცილებით) ნებისმიერი სხვა კრედიტი; ბ) იმ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ საგადასახადო დავალიანება; გ) ახლად რესტრუქტურირებულ საწარმოებს (საგადასახადო და სხვა დავალიანებებთან დაკავშირებით). |