Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 44 შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები. 1. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, თუ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი გარიგების ფასში შეტანილი არ არის: ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები (გარდა შესყიდვის საკომისიოს ხარჯისა), რომლის ასანაზღაურებლად იმპორტიორმა თავის აგენტს გადაუხადა თანხა შესაფასებელი საქონლის შესყიდვისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ; ბ) იმ კონტეინერის ღირებულება, რომელიც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის მიზნისთვის ამ საქონელთან ერთად განიხილება. თუ ასეთი კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა, დეკლარანტის მოთხოვნით მისი ღირებულება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, პროპორციულად უნდა გადანაწილდეს შესაფასებელ საქონელზე; გ) საქონლის შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 44 2. თუ საქონელი ან მომსახურება მყიდველის მიერ გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება შემოტანილი საქონლის წარმოებასთან და საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად გადანაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება შეტანილი არ არის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში: ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები; ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი კომპონენტები; გ) საქონლის წარმოების დროს გახარჯული მასალები; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 44 დ) საქართველოს ფარგლების გარეთ შესრულებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები (მომსახურება საქართველოს ფარგლების გარეთ გაწეულად მიიჩნევა, თუ მომსახურების გაწევის ადგილად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162-1 მუხლის საფუძველზე არ მიიჩნევა საქართველო და ოპერაცია არ ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით უკუდაბეგვრას). 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნისთვის საქონლის ან მომსახურების ღირებულება, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი მყიდველის მიერ არის წარმოებული, მისი ღირებულება განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. თუ აღნიშნული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 44 4. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს ამ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელი იმ ოდენობით, რომლითაც იგი შეტანილი არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც შემოტანილი საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა. სალიცენზიო გადასახდელებია გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო ნიშნებზე, საავტორო უფლებებზე, ნოუ-ჰაუზე. ამასთანავე, სალიცენზიო გადასახდელები და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშები შემოტანილი საქონლისგან განუყოფელია და ეს პირობა აღნიშნულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელს მესამე პირს უხდის, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან. 5. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვისა და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 44 6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები: ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით; ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია. 7. ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე. 8. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისთვის იმ ხარჯის დამატება, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული არ არის. 9. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იქნეს შეტანილი შემდეგი ხარჯები, თუ ეს ხარჯები ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასისგან დამოუკიდებლად/განცალკევებულად არის ნაჩვენები: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და მოსაკრებლები; ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯები; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 44 გ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ; დ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გადაადგილებასთან; ე) მყიდველის მიერ შემოსატანი საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტები, თუ: ე.ა) ეს პროცენტები გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასისგან; ე.ბ) საფინანსო შეთანხმება შედგენილია წერილობით; ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია დეკლარირებული ფასით და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფინანსების მომენტში მოქმედებს მსგავსი საფინანსო შეთანხმების მიმართ იმ ქვეყანაში, რომელშიც დამფინანსებელი პირი იმყოფება. ეს დებულება გამოიყენება მიუხედავად იმისა, გარიგებას აფინანსებს გამყიდველი, ბანკი თუ მესამე პირი; ვ) შემოტანილი საქონლის საქართველოში გადამუშავების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელი ხარჯები; ზ) მყიდველის მიერ შემოტანილი საქონლის დისტრიბუციის ან გაყიდვის უფლების მისაღებად გაწეული ხარჯები. |