FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  1280

მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნა.
1. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
3. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
4. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  1280

5. თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს. მუხლი 1281. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა 1. მეურვის ან მზრუნველის მოვალეობათა განსახორციელებლად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ნიშნავენ მეურვეს ან მზრუნველს.
2. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მათი თანხმობით.
3. მზრუნველის შერჩევა სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირისათვის, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები, შეიძლება მხოლოდ სამზრუნველო პირის თანხმობით.
4. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დანიშნულ იქნეს გარდაცვლილი მშობლების მითითებისამებრ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის (ანდერძის) საფუძველზე.