Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 224 კანდიდატის დანიშვნა ნაფიც მსაჯულად. 1. აცილების შემდეგ დარჩენილ მსაჯულობის კანდიდატთაგანთორმეტს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სათადარიგო მსაჯული. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამართლე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მეტი სათადარიგო მსაჯულის დამტკიცების შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. 2. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას, მაგრამ მას უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან დაესწროს სასამართლოს თათბირს. სათადარიგო მსაჯული მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მონაწილეობას სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში, თუ მან შეცვალა ნაფიცი მსაჯული ამ კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს თათბირი თავიდან იწყება. 3. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელიც უნდა იყოს არა უგვიანეს შერჩევის პროცედურის დასრულებიდან მესამე დღისა. |