Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 355 იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების ძალაში შესვლა და გასაჩივრება. 1. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე. ამ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 2. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გამოცემისას საპროცესო დარღვევების შემთხვევაში ამ დადგენილების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება მის გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის დადგენილების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში, ხოლო თუ აღნიშნული დადგენილების მხარისათვის გადაცემა ვერ ხერხდება – მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში. დადგენილების გამომცემი მოსამართლე საჩივარს შესაბამის საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საჩივარს სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 15 დღის ვადაში. 4. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება. |