Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ article 3 ტერორიზმთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები. საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა და პატივისცემა; გ) ტერორიზმთან ბრძოლისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულობა; დ) პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პრიორიტეტულობა; ე) სამართლებრივი, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, პროპაგანდისტული, საინფორმაციო და სხვა შესაძლებლობების კომპლექსური გამოყენება; ვ) ტერორისტებთან მოლაპარაკების წარმოება ტერორისტული ხასიათის დანაშაულის მოსალოდნელი შედეგის თავიდან აცილების მიზნით; ზ) კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალებისა და საშუალებების ერთიანი ხელმძღვანელობა; თ) კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ტაქტიკისა და ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე აღნიშნული ოპერაციის მონაწილეთა შემადგენლობის გახმაურების დაუშვებლობა; ი) ტერორისტული საქმიანობისათვის სასჯელის გარდაუვალობა. |