Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ article 10 დონორობისათვის გათვალისწინებული შეღავათები და დონორობის სტიმულირების ღონისძიებები. 1. ჩაბარებული სისხლის ან სისხლის პლაზმის საერთო მოცულობის მიხედვით უგასამრჯელო დონორობის სტიმულირების მიზნით მათი დაყოფა ხდება შემდეგ ჯგუფებად: ა) მესამე კატეგორიის დონორები, რომლებსაც სამჯერ ან მეტჯერ აქვთ ჩაბარებული სისხლი ან პლაზმა და განაგრძობენ დონორობას სისხლის ჩაბარებით წელიწადში ერთხელ მაინც; ბ) მეორე კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 3-დან 5 ლიტრამდე სისხლი ან 10-დან 15 ლიტრამდე პლაზმა; გ) პირველი კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 10-დან 20 ლიტრამდე სისხლი ან 15-დან 20 ლიტრამდე პლაზმა; დ) დამსახურებული დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 20 ლიტრზე მეტი სისხლი ან 30 ლიტრზე მეტი პლაზმა. 2. თითოეული ჯგუფის დონორს სახელმწიფო უზრუნველყოფს სოციალური გარანტიებითა და შეღავათებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოში დონორობის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ“. |
სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ article 10 დონორობისათვის გათვალისწინებული შეღავათები და დონორობის სტიმულირების ღონისძიებები. . 3. იმუნიზებული დონორები ან დონორები, რომლებიც ქველმოქმედების წესით უანგაროდ ჩააბარებენ სისხლს ან პლაზმას იმ მოცულობით, რომ წარმოადგენენ ამ კანონის სუბიექტს, მიეკუთვნებიან ერთი საფეხურით უფრო მაღალ კატეგორიას. 4. მესამე კატეგორიის დონორის მოწმობებს გასცემენ სისხლის გადასხმის დაწესებულებები. 5. მეორე კატეგორიის დონორისა და პირველი კატეგორიის დონორის წოდებებს ანიჭებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სისხლის გადასხმის დაწესებულებათა წარდგინების საფუძველზე. 6. დამსახურებული დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 7. აღნიშნული შეღავათები ვრცელდება იმ დონორებზეც, რომელთაც სისხლი ან პლაზმა ჩაბარებული აქვთ ამ კანონის მიღებამდე. |