Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 25 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი. 1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს: ა) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით; ბ) პარლამენტის თავმჯდომარის 3 მოადგილე აირჩევა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით; გ) პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ 3 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. თუ შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენს/არ წარადგენენ, კანდიდატის წარდგენის უფლება თანამიმდევრობით მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც ოპოზიციაში შემავალ სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. ფრაქციების წევრთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამაც პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო. შესაბამისი ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს წარადგენს სათანადო უფლების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 25 2. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან ახალი კანდიდატი და იმართება ხელახალი კენჭისყრა. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. |