FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  1

კანონის მოქმედების სფერო.
1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
    ა) სახელმწიფო მოსამსახურეზე;
    ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე;
    გ) პოლიტიკური თანამდებობის პირზე;
    დ) პროფესიულ საჯარო მოხელეზე (შემდგომ – მოხელე);
    ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე;
    ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე;
    ზ) სტაჟიორზე.
3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სხვა პირზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  1

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; ბ)  (ამოღებულია - 22.12.2018, №4094);
    გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; გ-1) (ამოღებულია - 24.06.2025, №704); გ-2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე; გ-3) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;
    დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეზე;
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  1

ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;
    ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეებზე;
    ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე; ზ-1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;
    თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  1

ი) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებსა და აპარატების თანამშრომლებზე;
    კ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებსა და მოსამსახურეებზე;
    ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორზე, მის მოადგილეებზე, პრეზიდიუმის წევრზე, აუდიტორსა და ანალიტიკოსზე;
    მ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრზე;
    ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეზე;
    ო) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე; ო-1) სასამართლოს მანდატურზე;
    პ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე;
    ჟ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა;
    რ) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრზე და საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირზე;
    ს) წევრობაზე დაფუძნებულ (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა), კულტურულ, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და რელიგიურ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და კულტურულ, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო/სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და რელიგიურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზე;
    ტ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე;
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  1

უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებზე, აღმასრულებელ დირექტორებსა და თანამშრომლებზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „გ“ და „გ-2“−„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული:
    ა) პირის მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ყველა დანამატის, ფულადი ჯილდოს და სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონის 26-ე–28-ე მუხლებით დადგენილი ზღვრული ოდენობები, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
    ბ) პირისთვის სახელფასო დანამატი შეიძლება დამატებით გაიცეს ამ კანონის 28-ე მუხლით დადგენილი ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ შესაბამისი პირის მიერ მიღებული სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ჯამურად ამ კანონის 26-ე და 28-ე მუხლებით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ გადააჭარბებს.
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  1

51. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული დანამატის, ფულადი ჯილდოს, სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონის 26-ე–28-ე მუხლებით დადგენილი ზღვრული ოდენობები, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული საკლასო დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პუნქტით გათვალისწინებული პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს გენერალური პროკურორის სათანადო ნორმატიული აქტით.
6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „გ“ და „გ-2“−„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი იკავებს მოხელის თანამდებობას, მას საკლასო დანამატი (მოხელის კლასის არსებობის შემთხვევაში) მიეცემა ამ კანონის მე-10 მუხლის ცხრილის შესაბამისად.
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  1

7. ამ კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული იმ პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით). ამ პირთა შრომის ანაზღაურების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრალურ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისათვის – შესაბამის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ხოლო მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისათვის –  შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან  შეთანხმებით, სათანადო საჯარო დაწესებულების ზემდგომი უწყების (ასეთი უწყების არსებობის შემთხვევაში) ან თავად საჯარო დაწესებულების (მისი ზემდგომი უწყების არარსებობის შემთხვევაში) წარდგინებით.
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

article  1

8. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირებზე, რომელთა შრომის ანაზღაურება ფინანსდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტის ან/და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში.
9. ამ კანონით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირზე, რომელიც „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენს ან/და მივლინებულია ან/და დანიშნულია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან წარგზავნილი პირისა.
10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4984 – ვებგვერდი, 23.09.2019წ.