Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 70 ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აუდიტორის ვალდებულებები. 1. თითოეულ ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. 2. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აუდიტორს ნიშნავს აქტივების მმართველი კომპანია. საინვესტიციო კომპანიის აუდიტორს ნიშნავს საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა საერთო კრება, თუ ეს უფლება სადამფუძნებლო დოკუმენტით საინვესტიციო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსთვის არ არის გადაცემული. 3. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან იმ საწარმოს, რომელსაც კავშირი აქვს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის საქმიანობასთან, აუდიტორმა საზედამხედველო ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდთან ან აღნიშნულ საწარმოსთან დაკავშირებული ნებისმიერი გარემოების ან გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საკუთარი ფუნქციების შესრულებისას და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ერთ-ერთი შემდეგი შედეგი: ა) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან აღნიშნული საწარმოს მიერ ავტორიზაციის, ლიცენზიის ან რეგისტრაციის პირობების ან მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა მნიშვნელოვანი დარღვევა; ბ) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან აღნიშნული საწარმოს უწყვეტი ფუნქციონირების შეფერხება; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 70 გ) ანგარიშების დადასტურებაზე უარის თქმა ან დათქმების გაკეთება. 4. ინფორმაციის მიწოდების შესახებ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება აუდიტორს აგრეთვე ეკისრება, თუ შესაბამისი ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდება იმავე პუნქტით გათვალისწინებულ პირთან კონტროლის ურთიერთობით დაკავშირებულ საწარმოში საკუთარი ფუნქციების შესრულებისას. 5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აუდიტორს მოსთხოვოს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის საქმიანობის აუდიტთან დაკავშირებით ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც საზედამხედველო ორგანოს საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად ან ერთეულის მფლობელების ინტერესების დასაცავად ესაჭიროება. აუდიტორი ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულოს. 6. აუდიტორს დარღვეულად არ ჩაეთვლება რაიმე ვალდებულება და არ დაეკისრება პასუხისმგებლობა საინვესტიციო ფონდის, მისი ერთეულის მფლობელების, კრედიტორების ან სხვა დაინტერესებული პირის (პირების) წინაშე იმ საფუძვლით, რომ იგი ასრულებდა მისთვის ამ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 70 7. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, მოსთხოვოს საინვესტიციო ფონდის აუდიტორთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ აუდიტორმა დაარღვია ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები. |