Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 27 მიკვლევადობა. 1. ქსოვილის ბანკი, დონორი კლინიკა და ლაბორატორია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მიკვლევადობის წესის შესაბამისად აწარმოებენ ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის შესახებ ჩანაწერებს დონორიდან რეციპიენტამდე და რეციპიენტიდან დონორამდე ყველა ქსოვილის მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები უნდა მოიცავდეს სულ მცირე ინფორმაციას იმ ქსოვილების სახეობის, რაოდენობის, წარმოშობის ადგილის, დანიშნულების ადგილის, ექსპორტისა და იმპორტის შესახებ, რომელთა მოპოვება, პრეზერვაცია, დამუშავება, შენახვა და განაწილება ან სხვაგვარად განკარგვა განხორციელდა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ აგრეთვე ქსოვილებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ყველა ნივთიერების (რეაგენტის), ობიექტისა და მასალის მიკვლევადობა. 4. იმ დაწესებულებამ, რომელიც ქსოვილებს იყენებს, უნდა უზრუნველყოს მათი მიკვლევადობა მის მიერ ქსოვილების მიღებიდან რეციპიენტის მიერ მათ გამოყენებამდე, აგრეთვე ქსოვილების გამოყენებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ყველა ნივთიერების (რეაგენტის), ობიექტისა და მასალის მიკვლევადობა. |
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 27 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები ინახება ქსოვილების გამოყენებიდან 30 წლის განმავლობაში ელექტრონული ფორმით ან/და მატერიალური ფორმით. |