FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

article  5

მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულება.
1. ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს შემდეგი უტყუარი და სრული ინფორმაცია (თუ ეს ინფორმაცია თავისთავად ცხადი არ არის):
    ა) საქონლის ან მომსახურების დასახელების, მწარმოებლისა და საქონლის ან მომსახურების შესაბამისი არსებითი მახასიათებლების შესახებ, ინფორმაციის მატარებლის სპეციფიკის (მათ შორის, ზომის, შესაძლებლობების) გათვალისწინებით;
    ბ) მოვაჭრის ვინაობის (სახელწოდების) და მისამართის (იურიდიული მისამართის) შესახებ; არსებობის შემთხვევაში − მოვაჭრის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ფაქსისა და ტელეფონის ნომრების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება მოვაჭრესთან სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია; არსებობის შემთხვევაში − იმ მოვაჭრის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის სახელითაც მოქმედებს აღნიშნული პირი;
    გ) არსებობის შემთხვევაში − საქონლის შეცვლის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ობიექტის დასახელების შესახებ და მისი მისამართის თაობაზე, თუ ის განსხვავდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მისამართისგან;
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

article  5

დ) საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების (მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა) მითითებით, ხოლო თუ, საქონლის ან მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას;
    ე) არსებობის შემთხვევაში − გადახდის, საქონლის ან მომსახურების მიწოდებისა და ვალდებულების შესრულების პირობების შესახებ და მოვაჭრის მიერ მომხმარებლის მოთხოვნის განხილვის წესის თაობაზე;
    ვ) კანონისმიერი გარანტიის შესახებ, არსებობის შემთხვევაში − კომერციული გარანტიის თაობაზე, აგრეთვე მომხმარებლისთვის შემდგომი მომსახურების გაწევის პირობების შესახებ;
    ზ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ, ხოლო თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული ან ავტომატურად გრძელდება − ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების თაობაზე;
    თ) არსებობის შემთხვევაში − მომხმარებლის ვალდებულებებისა და მათი შესრულების მინიმალური ვადის/მოქმედების ხანგრძლივობის შესახებ;
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

article  5

ი) ციფრული შინაარსის ფუნქციური მახასიათებლების შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში − მისი დაცვისთვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებების თაობაზე, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ციფრული შინაარსის აპარატულ ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოვაჭრემ იცის ან უნდა სცოდნოდა;
    კ) არსებობის შემთხვევაში − ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების შესახებ.
2. საჯარო აუქციონის შემთხვევაში მომხმარებელს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვაჭრის შესახებ ინფორმაციის ნაცვლად, შეიძლება მიეწოდოს იგივე ინფორმაცია აუქციონის ორგანიზატორის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეების მიერ აშკარად გამოხატული თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ყოველდღიური საჭიროებისთვის გამიზნულ წვრილმან ყოფით გარიგებაზე, თუ ის ხელშეკრულების დადებისთანავე სრულდება.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

article  5

5. ამ მუხლითა და ამ კანონის მე-6, მე-7 და მე-9−მე-12 მუხლებით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება.
6. თუ მოვაჭრე დაარღვევს დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის ან/და ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებს, მომხმარებელს არ დაეკისრება შესაბამისი დამატებითი ხარჯის გაწევა.