FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პენიტენციური კოდექსი

article  42

შეტყობინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ.
1. პატიმრობის დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს და ბრალდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და ბრალდებულის ადვოკატს.
2. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ბრალდებულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს შესაბამისი განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და მსჯავრდებულის ადვოკატს.