Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მეწარმეთა შესახებ article 152 სააქციო საზოგადოებაში შენატანის განხორციელება. 1. სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა არ შეიძლება იყოს სააქციო საზოგადოებაში არაფულადი შენატანის განხორციელების საგანი. 2. შენატანის განხორციელების წესი და ვადა განისაზღვრება კანონით ან/და წესდებით. თუ აღნიშნული ვადა დადგენილი არ არის, აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო საზოგადოების მოთხოვნის შემდეგ, გონივრულ ვადაში. აქციის გასხვისების მომენტისთვის მასთან დაკავშირებული შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის გამსხვისებელი აქციონერი შემძენთან ერთად სააქციო საზოგადოების წინაშე სოლიდარულად აგებს პასუხს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას ან მისი კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში, თუ წესდებით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული. 4. სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის ან კაპიტალის გაზრდის მომენტისთვის აქციონერმა ფულადი შენატანი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოშვებული აქციის ნომინალური ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტის ოდენობით, ხოლო ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტის ოდენობით. |
მეწარმეთა შესახებ article 152 5. თუკი აქციონერმა დაარღვია ფულადი შენატანის განხორციელების ვადა, ვადამოსულ განუხორციელებელ ფულად შენატანს ერიცხება წლიური პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პერიოდისთვის დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ორმაგი ოდენობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სააქციო საზოგადოებამ დამატებით შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იგივე წესი ვრცელდება არაფულად შენატანზე. 6. აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების ვადის დარღვევისას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი. ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია გააფრთხილოს აქციონერი აქციის ჩამორთმევის პროცესის დაწყების შესახებ და ფულადი შენატანის განხორციელებისთვის მისცეს მას დამატებითი ვადა არანაკლებ 30 დღისა. 7. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ხელმძღვანელი ორგანოს მიერ გაგზავნილი შეტყობინებით აქციონერი სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ კარგავს აქციას, განხორციელებულ შენატანს და მასთან დაკავშირებულ უფლებებს. განუხორციელებელ შენატანთან დაკავშირებული სააქციო საზოგადოების მოთხოვნები ძალაში რჩება. |
მეწარმეთა შესახებ article 152 8. ხელმძღვანელ ორგანოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება აქციის ჩამორთმევის პროცესის შეწყვეტის შესახებ. 9. ხელმძღვანელი ორგანოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის აუცილებლობას. ეს უფლებამოსილებები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ განისაზღვროს საერთო კრების უფლებამოსილებებად, თუ წესდება ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას. 10. სააქციო საზოგადოების რეგისტრაციამდე აქციონერების მიერ შერჩეულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა ნებისმიერ არაფულად შენატანთან დაკავშირებით უნდა შეადგინოს ანგარიში, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე. დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. 11. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში სულ მცირე უნდა შეიცავდეს არაფულადი შენატანის შემადგენელი თითოეული აქტივის აღწერას, გამოყენებულ შეფასების მეთოდებს და მითითებას იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა ამ მეთოდების გამოყენებით მიღებული ღირებულება შესაბამისი აქციების რაოდენობასა და ნომინალურ ღირებულებას, ხოლო ნომინალური ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − ამ კანონის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ღირებულებას. |
მეწარმეთა შესახებ article 152 12. შერწყმის/გაყოფის შედეგად დაფუძნებული ახალი სამეწარმეო საზოგადოების მიმართ ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი შემოწმებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ამ კანონის 70-ე მუხლით დადგენილი წესით. |