Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 1 კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო. 1. ამ კანონის მიზანია საქართველოში ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრის განვითარება, ამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, გრძელვადიანი ინვესტიციების წახალისება და მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვა. 2. ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოში დაფუძნებულ საპენსიო კომპანიებზე; ბ) საქართველოში დაფუძნებულ აქტივების მმართველ კომპანიებსა და მზღვეველებზე, რომლებიც ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობას ახორციელებენ; გ) საქართველოში რეგისტრირებულ ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებზე (შემდგომ − საპენსიო სქემა); დ) სხვა ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირზე, რომლებიც ჩართული არიან ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაში. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 1 3. დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიისა და რეგისტრაციის ან/და სამსახურის წინასწარი თანხმობის გარეშე. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა გულისხმობს საპენსიო სქემის რეგისტრაციას/დაფუძნებას, საპენსიო სქემის ადმინისტრირებას, საპენსიო შენატანების აკუმულირებასა და აღრიცხვას, საპენსიო დანაგროვის ფორმირებას, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო აქტივების ინვესტირებას და ნებაყოფლობითი კერძო პენსიების რეგულარულად გაცემას. 4. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი საქართველოში ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, უცხო ქვეყნის ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის ან სავალდებულო საპენსიო სისტემების ფონდებს მართავენ; ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემაზე; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 1 გ) საერთაშორისო ფინანსური და დიპლომატიური ინსტიტუტების მიერ საქართველოში თავიანთი თანამშრომლებისთვის შეთავაზებულ საქართველოს ფარგლების გარეთ დაფუძნებულ საპენსიო სქემებზე. 6. ამ კანონით რეგულირებული საპენსიო სქემები არის მხოლოდ განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემები. ამავე კანონის ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული არცერთი საპენსიო სქემა არ შეიძლება შეთავაზებულ იქნეს, როგორც განსაზღვრული სარგებლის საპენსიო სქემა, რომელშიც ნებაყოფლობითი კერძო პენსიის გადახდა დამოკიდებულია მონაწილის გამომუშავების ისტორიაზე, სამუშაო სტაჟსა და ასაკზე და პირდაპირ არ უკავშირდება მის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებსა და შესაბამის ამონაგებს. 7. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროში ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. |