Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 414 დავების განმხილველი კომისია. 1. კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან არაუმეტეს 2 წევრისა შესაძლებელია იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ხოლო არანაკლებ 3 წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიზიკური პირი. კომისიის დამოუკიდებელი წევრი იმავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან იმ ჯგუფში შემავალ იურიდიულ პირში, რომელშიც შედის საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. 2. კომისიის წევრებს, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარეს, 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. 3. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და საგადახდო მომსახურების სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება. კომისიის სულ მცირე 1 წევრს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და საგადახდო მომსახურების სფეროში ან/და საფინანსო სექტორში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება. 4. კომისიის წევრების, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის, შერჩევის, წარდგინების, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 414 5. კომისიის ფუნქციების განხორციელების ხელშესაწყობად კომისიას ჰყავს აპარატი. კომისიის აპარატის წევრები არიან საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები. კომისიის აპარატი უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, კომისიისთვის წარდგენილი საჩივრების განსახილველად მომზადებას, დავის მხარეებისთვის დავის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და კომისიის გადაწყვეტილების პროექტების მომზადების ტექნიკურ ხელშეწყობას. 6. კომისიის წევრის, რომელიც იმავდროულად საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ არის, შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები. ამ პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. 7. კომისიის წევრების შრომის ანაზღაურება ფინანსდება საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან. კომისიას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 414 8. კომისიის წევრობა არ ითვლება საჯარო სამსახურად. კომისიის წევრს უფლება აქვს, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. |