FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

თავდაცვის კოდექსი

article  107

სოციალური და სხვა გარანტიები.
1. პირი სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით.
2. რეზერვში ყოფნის პერიოდში შრომის სტაჟად ითვლება:
    ა) აქტიური  რეზერვის შემთხვევაში − კონტრაქტით განსაზღვრული პერიოდი;
    ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი.
3. სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება:
    ა) აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის შემთხვევაში: ა.ა) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და სხვა ფულადი გასაცემლების მიზნებისთვის − რეზერვისტის გამოძახების შემთხვევაში − შესაბამის ქვედანაყოფში გამოცხადებიდან ამ ქვედანაყოფში აქტიური სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი; ა.ბ) მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების მიზნებისთვის − აქტიურ რეზერვში ყოფნის პერიოდი;
    ბ) სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამხედრო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი.
თავდაცვის კოდექსი

article  107

4. სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება, შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. ამასთანავე, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეზერვისტთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დამსაქმებლის შეუფერხებელი საქმიანობა.
5. აქტიურ რეზერვში მყოფ პირს კონტრაქტის მოქმედების პერიოდში, აგრეთვე პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში უნარჩუნდება სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური გარანტიები.
6. სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტისთვის სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტრო.
7. სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის დროს რეზერვისტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გამოუცხადებლობა არ ჩაეთვლება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევად.
თავდაცვის კოდექსი

article  107

8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც სარეზერვო სამხედრო სამსახურში იმყოფება, ამ დაწესებულებაში გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვლება.
9. პირს, რომელიც სასწავლო ან კვლევითი პროგრამით საზღვარგარეთ იქნა წარგზავნილი (გარდა სამინისტროს მიერ წარგზავნის შემთხვევისა), შეუჩერდება უფლებამოსილება აქტიურ სარეზერვო სამხედრო სამსახურში. მას აღნიშნული პროგრამის ვადა არ ჩაეთვლება კონტრაქტის მოქმედების ვადაში და არ მიეცემა ხელფასი.