FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  53

საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა.
1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურას იწყებს სამინისტრო.
2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა შეატყობინოს მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ.
3. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს თითოეულ სრულწლოვან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან ინდივიდუალური გასაუბრების ჩატარება მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყებიდან 1 თვის ვადაში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს ინფორმაცია და განმარტებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზედაც დაიწყო მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისათვის შესაბამისი სტატუსის გახანგრძლივების საჭიროებას.
4. თუ ვერ ხერხდება ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან დაკავშირება, ან ეს პირი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა განხორციელდება არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  53

5. თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირი გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუკავშირდება სამინისტროს, გამოცხადდება სამინისტროში და წარადგენს სათანადო განმარტებებს გამოუცხადებლობის მიზეზთან დაკავშირებით, მათი გამოკვლევის შედეგად უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის შესახებ.
6. შესაძლებლობის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მქონე პირს გასაუბრება უნდა ჩაუტაროს იმავე სქესის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა და იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმავე სქესის თარჯიმნის მომსახურებით.
7. საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის/ადვოკატის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თანდასწრებით.
8. გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება უნდა დაფიქსირდეს წერილობით და ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა გასაუბრების მასალები საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეში უნდა შეინახოს. ამ პუნქტის საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  53

9. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხზე გასაუბრების მიმდინარეობისას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს როგორც თავის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც უტყუარად ასაბუთებს ამ პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის კანონიერებას, ისე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და მტკიცებულებები.
10. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დასრულებამდე ამ პირს აქვს მის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლება-მოვალეობა.