Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საზღვაო კოდექსი article 66 1. საქართველოს დროშით მცურავ გემზე მიწოდებული საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს გემზე მყოფ მეზღვაურთა რაოდენობას და მათ რელიგიურ და კულტურულ წეს-ჩვეულებებს, ითვალისწინებდეს გემის ნაოსნობის ხანგრძლივობას, იყოს სათანადო რაოდენობის. ამასთანავე, დაცული უნდა იყოს მათი კვებითი ღირებულება, ხარისხი და მრავალფეროვნება. 2. გემზე სასმელი წყლისა და საკვების შესაბამისობას, ხარისხსა და რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტო. 3. გემის სამზარეულო ისე უნდა იყოს ორგანიზებული, ხოლო მისი აღჭურვილობა − მოწყობილი, რომ მეზღვაურებისთვის ადეკვატური, მრავალფეროვანი და მაღალი კვებითი ღირებულების საკვები ჰიგიენურ პირობებში მომზადდეს. 4. სავალდებულოა საქართველოს დროშით მცურავი გემისთვის შესაბამისი კვალიფიციური მზარეულის შერჩევა. ამასთანავე, თუ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტში მითითებული მეზღვაურთა საერთო რაოდენობა ათზე ნაკლებია, შესაძლებელია გემს არ ჰყავდეს კვალიფიციური მზარეული. აღნიშნულ შემთხვევაში გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე მყოფი პირი, რომელსაც საკვების მომზადება ევალება, საკვები პროდუქტების მოვლის, შენახვისა და მომზადების საკითხებში სათანადოდ გაწვრთნილი იყოს ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. |
საზღვაო კოდექსი article 66 5. კვალიფიციური მზარეული არის პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 6. მეზღვაურს, რომელიც საქართველოს დროშით მცურავ გემზე საზღვაო კულინარიის მიმართულებით მუშაობს, გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო წვრთნა და ინსტრუქტაჟი თავისი თანამდებობის შესაბამისად. 7. ამ მუხლის მიზნებისთვის პირად, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და ინსტრუქტაჟი, მიიჩნევა პირი, რომელმაც გაიარა შემდეგ კურსთაგან ერთ-ერთი: ა) სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი; ბ) გემთმფლობელის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი კურსი, რომელიც მოიცავს სულ მცირე სამზარეულოში პირადი უსაფრთხოების დაცვის მეთოდებს, საკვების ჰიგიენისა და პირადი ჰიგიენის საკითხებს. 8. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი ან მის მიერ განსაზღვრული პირი ვალდებულია არანაკლებ კვირაში ერთხელ განახორციელოს სასმელი წყლის, საკვების, საკვები პროდუქტების საწყობის, სამზარეულოს და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის მონიტორინგი (ინსპექტირება). |
საზღვაო კოდექსი article 66 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული მონიტორინგის (ინსპექტირების) გარდა, საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი ან მის მიერ განსაზღვრული პირი ვალდებულია ყოველთვიურად განახორციელოს გემზე არსებული საცხოვრებელი ადგილების ინსპექტირება, რათა დარწმუნდეს, რომ საცხოვრებელი ოთახები ჰიგიენურია და ღირსეულ განთავსებას უზრუნველყოფს. 10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილებით მოთხოვნილი მონიტორინგი (ინსპექტირება) და მისი განხორციელების დროს აღმოჩენილი შეუსაბამობა გემზე აღმოჩენილ სხვა შეუსაბამობებთან ერთად აღირიცხება სათანადო დოკუმენტში და მიეთითება მის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებები. |