Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 16 განსაკუთრებული განსჯადობა. 1. სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. 4. სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გარდაცვალების მომენტისათვის იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით. |
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 16 5. სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. |