Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 13 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მასთან არსებული ორგანიზაციის ასიგნებების მოცულობა 1657522 ლარის ოდენობით. მათ შორის: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ასიგნებების მოცულობა 1567542 ლარის ოდენობით, სადაც გათვალისწინებულია მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 1314202 ლარი, რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს; 2. იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის ასიგნებების მოცულობა 89980 ლარის ოდენობით, სადაც გათვალისწინებულია მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 62180 ლარი, რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს; ლარი ორგანიზაციული კოდი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების და დევნილი საზოგადოების ინტელექტუალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის, ადამიანური რესურსების მობილიზება უმთავრესი მიზნის მისაღწევად – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველსაყოფად. |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 13 2. თვითგამოცხადებული და აწ უკვე რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული აფხაზეთის სახალხო კრების - პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ. საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, რომლებიც სეპარატიზმის პოზიციიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიულ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ ფსევდოდასაბუთებას შეიცავენ, შესწავლა,“ ანალიზი და მათთვის შესაბამისი შეფასებების მიცემა. 3. საინფორმაციო პოლიტიკის რადიკალურად გააქტიურება, მსოფლიო საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთში კონფლიქტის რეალური მიზეზების, მიზნებისა და გენეზისის, კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისა და ზოგადად რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ანტიქართული საინფორმაციო ომის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების განეიტრალების მიზნით. 4. ზემოთ მითითებულ თემატიკაზე ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო კონფერენციების, მედიაფორუმების პერმანენტული ჩატარება და მათ მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაციების, მეცნიერებისა და ექსპერტების ფართო მონაწილეობის უზრუნველყოფა. |
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" article 13 5. აფხაზეთში კონფლიქტის სრულმასშტაბიანი, პოლიტიკური დარეგულირების პროცესში, დევნილთა სოციალური და ყოფითი საკითხების გადაჭრაში, ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკურ სისტემაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური სტრუქტურების, როგორც საქართველოს ხელისუფლების ორგანული ნაწილის, ხელისუფლების´მნიშვნელობისა და ამ პროცესში მონაწილეობის ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფა. 6. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ბაზის საქართველოს საკანონმდებლო ბაზასთან შესაბამისობაში მოყვანა. უმაღლესი საბჭოს კომისიების მუშაობის სრულყოფა და ფრაქციების პოლიტიკური აქტივობის ამაღლება, აპარატის საქმიანობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული და უმაღლესი საბჭოს გამგებლობას განკუთვნილი სხვა უფლებამოსილებების სრულყოფილი და ადეკვატური განხორციელება. აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ. |