FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

article  4

შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა ცალკეულ დაწესებულებებში.
1. შიდა აუდიტის სუბიექტები იქმნება შემდეგ დაწესებულებებში:
    ა) საქართველოს სამინისტროებში;
    ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებში;
    გ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელთა ჩამონათვალს და რომლებშიც შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;
    დ) მუნიციპალიტეტის მერიაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მერიის დებულების საფუძველზე.
2. შიდა აუდიტის სუბიექტი შეიძლება შეიქმნას იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რომელიც არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება, იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირში, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, და საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათივე გადაწყვეტილებით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა დაწესებულებამ შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის თაობაზე უნდა აცნობოს ჰარმონიზაციის ცენტრს. საქართველოს 2017  წლის 26  ივლისის კანონი №1266 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.