Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ article 11 უსინათლოთათვის განკუთვნილი სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა. 1. ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი დოკუმენტი და ხმოვანი წიგნი გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას თითო ეგზემპლარის ოდენობით, ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში. 2. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის საფუძველზე შექმნილი გამოცემის სავალდებულო ეგზემპლარი საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. |