Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 31 ფინანსური ანგარიშგება და აუდიტ. 1. მიკრობანკი და მისი შვილობილი ორგანიზაციები სისტემატურად აწარმოებენ ანგარიშებსა და ჩანაწერებს და ადგენენ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, რომლებიც „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS)“ საფუძველზე ზუსტად ასახავს მათ ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობას. ამასთანავე, ისინი იცავენ საქართველოს ეროვნული ბანკის წესების შესაბამის ფორმას, დეტალურობის დონესა და სააღრიცხვო ნორმებს. 2. მიკრობანკის ანგარიშები, ჩანაწერები და ფინანსური ანგარიშგება (როგორც ინდივიდუალური, ისე კონსოლიდირებული) ასახავს მისი შვილობილი ორგანიზაციების ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობას. 3. მიკრობანკი და მისი შვილობილი ორგანიზაციები ვალდებული არიან ყოველწლიურად მოიწვიონ აუდიტორი და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატარონ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. 4. მიკრობანკი ვალდებულია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტორული დასკვნა და გამოაქვეყნოს საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგება აუდიტორულ დასკვნასთან ერთად. |