FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

article  11

ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა.
1. ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა არის ბაქტერიაგამოყოფის გამოკვლევა, რომლის მიზანია ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ნახველის ნაცხის მიკროსკოპული და კულტურალური გამოკვლევებით ან/და მოლეკულური ტესტით იდენტიფიცირება.
2. ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს:
    ა) პირმა (საქართველოს მოქალაქემ, უცხოელმა, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა), რომელმაც სამედიცინო დახმარების მისაღებად სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს მიმართა და რომელსაც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარება შესთავაზა;
    ბ) პირმა (საქართველოს მოქალაქემ, უცხოელმა, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა), რომელიც ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტთან ახლო კონტაქტში იმყოფება; შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის პირად, რომელიც ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტთან ახლო კონტაქტში იმყოფება, მიიჩნევა ამ კანონის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;
    გ) პაციენტმა, რომელსაც აღენიშნება ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა, – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით განსაზღვრული პერიოდულობით;
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

article  11

დ) პაციენტმა, რომელსაც აღენიშნება ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა და მკურნალობდა, მაგრამ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა შეწყვიტა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების თაობაზე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შეთავაზება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს ამ პირისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პროცესში გამოვლენილ სიმპტომებს/ნიშნებს.
4. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პირს ამ კანონის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოიძიებს აღნიშნული პაციენტის გამოკითხვის საფუძველზე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პაციენტებს გამოავლენს და მათ სიას ადგენს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პაციენტს მოიძიებს ცენტრი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

article  11

7. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირს/პაციენტს ამავე მუხლის მე-3–მე-6 პუნქტების მოთხოვნების დაცვით, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სთავაზობს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებას. ამ შეთავაზების მიზანია ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე პირის/პაციენტის თანხმობის მიღება. ეს შეთავაზება უნდა განხორციელდეს სპეციალური წერილობითი ფორმით ან ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, ისე, რომ არ შეილახოს პირის/პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოობის უფლება და ეთიკის ნორმები.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზების განხორციელების სპეციალურ წერილობით ფორმას ან/და ამ შეთავაზების განხორციელების წესს ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.
9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი/პაციენტი ვალდებულია ამავე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით შეთავაზების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ჩაიტაროს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა.
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

article  11

10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში პირმა/პაციენტმა არ ჩაიტარა ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა ან უარი თქვა ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი აღნიშნული ვადის ამოწურვიდან 24 საათის განმავლობაში ატყობინებს ამ ფაქტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს პირის/პაციენტის ბოლო ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
11. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული ვალდებულია ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით განმეორებით შესთავაზოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირს/პაციენტს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარება.
12. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი/პაციენტი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის განმეორებითი შეთავაზების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ჩაიტაროს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა.
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

article  11

13. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი/პაციენტი არასრულწლოვანია, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული ამავე მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს არასრულწლოვნის მშობლის ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენლის საშუალებით ახორციელებენ. ამასთანავე, არასრულწლოვნის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმად განიხილება მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ უარის თქმა. არასრულწლოვნის მშობელი ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს არასრულწლოვნის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩასატარებლად მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში მიყვანა.
14. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი/პაციენტი ობიექტური მიზეზის გამო ვერ ცხადდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში, იგი უფლებამოსილია სთხოვოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს, უზრუნველყოს მისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში მიყვანა. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული უზრუნველყოფს აღნიშნული პირის/პაციენტის შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში მიყვანას.
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ

article  11

15. თუ პირს/პაციენტს ამ მუხლის შესაბამისად ჩატარებული ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის შედეგად დაუდასტურდა ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევა, მას ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი მკურნალობა უტარდება.
16. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ამავე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილ ვადაში კვლავ არ ჩაიტარებს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევას, ეს გარემოება განიხილება აღნიშნული პირის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე საბოლოო უარის თქმად.
17. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პაციენტი ამავე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილ ვადაში კვლავ არ ჩაიტარებს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევას, ეს გარემოება განიხილება აღნიშნული პაციენტის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე საბოლოო უარის თქმად, რაც არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების გამოყენების დაწყების საფუძველია.