Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 55 წარმოებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა. 1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა იწვევს ამ პირის ოჯახის წევრის (წევრების) წარმოებული სტატუსის შეწყვეტას, გაუქმებას ან ჩამორთმევას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის წევრი (წევრები) აკმაყოფილებს (აკმაყოფილებენ) ამ კანონის მე-15 ან მე-19 მუხლით გათვალისწინებულ სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. ოჯახის წევრისათვის (წევრებისათვის) წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხს უფლებამოსილი პირი განიხილავს ინდივიდუალურად, მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც შეუწყდათ, გაუუქმდათ ან ჩამოერთვათ წარმოებული სტატუსი, უნდა შეატყობინოს ამის შესახებ, ამასთანავე, უნდა აცნობოს, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს მათ უფლებაზე, ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვონ საერთაშორისო დაცვა. |