Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 8 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს: ა) დაცვის ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიზნით მოიზიდოს საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა ძალები და საშუალებები, მათთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; ბ) დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღოს ოპერატიული ცნობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრში დატოვებით დანიშნოს სამსახურის თანამშრომლები სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად; დ) კანონის ფარგლებში მოითხოვოს დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 8 დ -1) ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანების ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო/აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია დაცვის ღონისძიებების განხორციელების ადგილებზე დასაქმებული, დროებით მყოფი ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული (დასაშვები) პირების შესახებ შესაბამისი დაწესებულებებისა და პასუხისმგებელი პირებისაგან, რომლებიც, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ვალდებული არიან შეასრულონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კანონიერი მოთხოვნა; |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 8 ე) დაცვითი ღონისძიების განხორციელებისას დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების მიზნით შეამოწმოს ცალკეული ობიექტები და ტერიტორიები, აგრეთვე დაცვის ობიექტებზე ან ღონისძიების მიმდინარეობის ადგილზე შემსვლელი პირები და მოითხოვოს მათგან ნივთებისა და იარაღის დროებით სამსახურის თანამშრომლისთვის ჩაბარება, ღონისძიების დასრულებამდე გაათავისუფლოს შესაბამისი ობიექტები გარეშე პირებისგან, სატრანსპორტო საშუალებებისგან და სხვა ხელის შემშლელი საგნებისგან, დალუქოს ობიექტები და დროებით შეზღუდოს აღნიშნულ ადგილებზე დაშვება; გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებით შეუძლებელია სრულყოფილი დაცვის უზრუნველყოფა, შეზღუდოს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება და მიყვანა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა, სატრანსპორტო საშუალებების, ნივთებისა და დოკუმენტების დროებით ჩამორთმევა; |
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 8 ვ) დაცვითი ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას და გამოიყენოს საინფორმაციო სისტემები, კონსპირაციის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს ოპერატიულ მუშაობაში ჩართული პირების, ობიექტებისა და ტექნიკის შესანიღბი დოკუმენტები და საშუალებები; ღონისძიებათა განხორციელებისას ხელშეკრულების ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენოს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო პირების საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სადგომები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება; გამოიყენოს სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირების ნებაყოფლობითი, უსასყიდლო ან სასყიდლიან საფუძველზე დამყარებული კონფიდენციალური თანამშრომლობა. აკრძალულია კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების, გენერალური აუდიტორის , საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატისა და გამომძიებლის კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3952 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. |