Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ article 172 შეთანხმება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით. 1. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარებისა და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან მოსაკრებლის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდის განაწილვადების თაობაზე, თუ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემულია 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული განცხადებით მოსაკრებლის გადამხდელი კისრულობს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსთვის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა, წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებას. |
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ article 172 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში იმავე პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება გაუ ქმდება და მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში. |