Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საკონსულო საქმიანობის შესახებ article 26 საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნა, საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნა და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება. 1. სამინისტრომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით ცალკეული საკონსულო ფუნქციების შესრულება შეიძლება დაავალოს საქართველოს საპატიო კონსულს. 2. საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნის, საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნის და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების საკითხები რეგულირდება „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. |