Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 1332 ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება. 1. რელიგიური, რიტუალური, ეთნიკური ან სხვა ტრადიციის გავლენით ან ამგვარი გავლენის გარეშე ქალის სასქესო ორგანოების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვაგვარი დასახიჩრება, ან ქალის იძულება ან დაყოლიება, ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. 3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. |