FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  60

მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება.
1. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება და ინსტრუქტორ-მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი, საქმიანობისათვის საჭირო მატერი­ა­ლ­ურ-­ტექნიკური ბაზა, მათი საქმიანობის კონტროლის განხორციელების წესი და ფორმები, აგრეთვე მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსის სასწავლო პროგრამები განისაზღვრება „მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებისა და ინსტრუქტორ-მასწავლებელთა საქმიანობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება შესაძლებელია ახორციელებდეს მძღოლთა მომზადების თეორიული ან/და პრაქტიკული სწავლების კურსს. თუ პირმა მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში წარმატებით გაიარა მხოლოდ თეორიული ან პრაქტიკული სწავლების კურსი, მას უფლება აქვს, დარჩენილი სწავლების კურსის (თეორიულის ან პრაქტიკულის) გავლა გააგრძელოს იმ მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს ამ სწავლების კურსით მომზადებას. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ მან დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი.