Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნარჩენების მართვის კოდექსი article 17 სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი ვალდებულებები. 1. სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა, შეგროვება და ტრანსპორტირება, აგრეთვე მათი დამუშავება და დასაწყობება ისე უნდა განხორციელდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა. 2. აკრძალულია: ა) სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ; ბ) სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში (მათ შორის, ზღვაში) ჩაშვება; გ) სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა; დ) სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტის გარეთ დამუშავება. 3. მოსახლეობა ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური სახიფათო ნარჩენები მოათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიზნით გამოყოფილ სპეციალურ კონტეინერებში, ასეთების არსებობის შემთხვევაში. |