Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 43 საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება. 1. თუ საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის რომელიმე წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს ამ წესის მოქმედება ან საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს მოსთხოვოს აღნიშნულ წესში ცვლილების შეტანა. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ცვლილება შეიტანოს საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის ნებისმიერ წესში ან შეაჩეროს ამ წესის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი: ა) საფრთხეს უქმნის საქართველოში სამართლიანი და მოწესრიგებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას; ბ) ხელს უშლის ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფ, ზუსტ და უსაფრთხო კლირინგსა და ანგარიშსწორებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს დაუწესოს მოთხოვნები თუ შეზღუდვები შესაბამის საკითხთან ან ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც, ამ კანონის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან საფონდო ბირჟის წესის/ცენტრალური დეპოზიტარის წესის რეგულირების სფეროს განეკუთვნება. |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 43 4. ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის მოქმედება შეაჩეროს თავის მიერ განსაზღვრულ ვადაზე ადრე, თუ აღმოიფხვრა შესაბამისი აქტის გამოცემის მიზეზები. 6. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი. 7. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია, ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. 8. საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიძლება შეჩერდეს მისი მოქმედება. |