Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 44 მხარეთა პასუხისმგებლობა. 1. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ამ კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. 2. მხარეები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი ან მათი მიზეზით გამოწვეული სამართალდარღვევებისათვის. სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან ერთად დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს მგზავრის გადაყვანის, ტვირთის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვის, ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და სხვა მომსახურების საფასური. 3. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს), მგზავრსა და რკინიგზას შორის დადებული ყველა სახის ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ან ათავისუფლებს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, ბათილია. |