Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ article 11 ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების როლი დონორობისა და სისხლის გადასხმის დაწესებულებების ორგანიზებაში. 1. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ტრანსფიზიოლოგიური სამსახურის სწორი ორგანიზაცია, განსაზღვრონ მედიცინის მოთხოვნილება სისხლის კომპონენტებსა და პრეპარატებზე, ყველაფერი იღონონ დონორთა რიგების, მათ შორის ნათესავ დონორთა რიგების გასაზრდელად; აქტიურად წარმართონ დონორობის პროპაგანდა. 2. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები უზრუნველყოფენ დონორების ჯანმრთელობის დაცვას. ამ მიზნით ახორციელებენ ღონისძიებათა კომპლექსს (დონორთა შერჩევა, სისხლის აღების სანიტარი ულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ქალაქებში დონორობის ერთიანი ცენტრების ორგანიზაცია, სამედიცინო პერსონალის სათანადო მომზადება), რომელთა მიზანია დონორობის უვნებლობა, დონორობის ფუნქციის შესრულების დროს გართულებებისა და ინფექციური სენით დაავადების შესაძლებლობათა თავიდან აცილება. 3. დამატებითი დასვენების დღის და სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გატარებული დღის ფულადი ანაზღაურების მისაღებად სისხლის გადასხმის დაწესებულებებს ევალებათ დონორებს მისცენ სათანადო ცნობები სამსახურში წარსადგენად. 4. სისხლის გადასხმის დაწესებულებების საქმიანობისათვის სავალდებულო ნორმები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |