Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შრომის ინსპექციის შესახებ article 22 გარდამავალი დებულებები. 1. 2021 წლის 1 იანვრამდე მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს მთავარ შრომის ინსპექტორს. 2. მთავარი შრომის ინსპექტორი თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის ვადაში იწვევს მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომას. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს და დაამტკიცოს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის წესი, თუ მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრება მრჩეველთა საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. 3. 2021 წლის 1 იანვრამდე სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცებას; ბ) შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცებას. 4. 2021 წლის 1 იანვრამდე სამინისტროში განხორციელდეს რეორგანიზაცია და სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს შრომის ინსპექციის სამსახურს. 5. შრომის ინსპექციის სამსახური ჩაითვალოს სამინისტროს უფლებამონაცვლედ სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 6. შრომის ინსპექციის სამსახურმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე სამინისტროში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. |
შრომის ინსპექციის შესახებ article 22 7. სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 8. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც დაადგენს ვადას და ამ ვადაში უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურისთვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებების, სამსახურებრივი დოკუმენტების (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) და შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქონების განსაზღვრას, განკარგვას და შრომის ინსპექციის სამსახურისთვის გადაცემას. აღნიშნული კომისიის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 9. 2021 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით სათანადო კანონქვემდებარე აქტების მომზადება და მათ მისაღებად/გამოსაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. |