Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 6 სააგენტოს უფროსი. 1. სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი შეირჩევა კონკურსით. მისი ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. 3. სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა შეზღუდული არ არის. 4. სააგენტოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ქმედუნარიანი პირი; ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სამართლის ან მომიჯნავე დარგში და საფინანსო, საბანკო, დაზღვევის ან ეკონომიკური სამართლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; გ) არ უნდა იყოს ნასამართლევი; დ) არ უნდა იყოს სამსახურიდან დათხოვნილი სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო; ე) უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი. 5. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან თავისუფლდება: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) საბჭოს გადაწყვეტილებით (კონსენსუსით); გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; |
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 6 დ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ე) სააგენტოს ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით; ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ზ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; თ) გარდაცვალების შემთხვევაში. 6. სააგენტოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და ორგანიზებას უწევს მის საქმიანობასა და ფუნქციონირებას; ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; დ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტულ ღონისძიებებს; ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს მიერ დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების პროცესს; ვ) ამზადებს და საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს; ზ) საბჭოს წარუდგენს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას; |
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 6 თ) საბჭოსთან შეთანხმებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კომერციული ბანკისა და მიკრობანკის სავალდებულო შენატანის ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა; ი) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) შეიმუშავებს და საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემდეგი სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) პროექტებს: კ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს; კ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას და წლიურ საინვესტიციო გეგმას; კ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას და წლიურ გეგმას; კ.დ) ბაზის დაანგარიშების წესს და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს; კ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას; კ.ვ) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობას და მიზნობრივი ფონდის ოდენობას; კ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს; კ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას; კ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; |
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 6 კ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; კ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციას; კ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას; კ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს; კ.ო) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს; ლ) ახორციელებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. |