Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ article 10 პრაქტიკის ანალიზი. 1. ბიზნესომბუდსმენის მიერ პრაქტიკის ანალიზის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს დაინტერესებული პირის/პირების მიმართვა ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია. 2. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია მიიღოს ზეპირი და წერილობითი განმარტებები იმ ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განხორციელებული ქმედება შესაძლოა არღვევდეს პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. 3. პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ბიზნესომბუდსმენი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს რეკომენდაციით მიმართავს. 4. ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია უნდა შეიცავდეს პრაქტიკის ანალიზის დაწყების მიზეზს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და იმ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც ბიზნესომბუდსმენს მიაჩნია, რომ არსებული პრაქტიკა პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს არღვევს. 5. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს წინადადებები პრაქტიკის სრულყოფის მიზნით. |