Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 21 იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისება. 1. პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ სხვა კომერციულ ბანკზე. 2. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის სრულად გასხვისება გულისხმობს ყველა უზრუნველყოფის აქტივისა და პროგრამასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების (მათ შორის, პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე ვალდებულებების) პროგრამის მიმღებისთვის გადაცემას. პროგრამის სრულად გასასხვისებლად პროგრამის კრედიტორთა თანხმობა არ მოითხოვება. 3. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ნაწილობრივ გასხვისება გულისხმობს უზრუნველყოფის აქტივებისა და პროგრამასთან დაკავშირებული ვალდებულებების (მათ შორის, პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე ვალდებულებების) პროგრამის მიმღებისთვის ნაწილობრივ გადაცემას. პროგრამის ნაწილობრივ გასასხვისებლად საჭიროა პროგრამის კრედიტორთა კრებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რასთან დაკავშირებითაც გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებები. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 21 4. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში გამსხვისებელთან (ემიტენტთან) დარჩენილი უზრუნველყოფის აქტივების მოცულობა უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის ვალდებულებათა უზრუნველყოფისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 5. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) გამსხვისებლისა და შემძენის სახელწოდებებს, საიდენტიფიკაციო ნომრებსა და იურიდიულ მისამართებს; ბ) უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული აქტივებისა და პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების გადაცემის შესახებ შეთანხმებას და შეთანხმებულ ფასს (ასეთი ფასის არსებობის შემთხვევაში); გ) ყველა გადასაცემი ხელშეკრულების, უფლებისა და ვალდებულების ჩამონათვალს, რომელშიც მითითებულია მათი ნომინალური ღირებულება; დ) უფლებებისა და ვალდებულებების, მათთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ჩანაწერების გადაცემის წესსა და პირობებს. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 21 6. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის სრულად გასხვისების შემთხვევაში მისი გასხვისებიდან მიღებული შემოსავლით (ასეთი შემოსავლის არსებობის შემთხვევაში) უპირატესად პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაიფაროს. ხარჯების გამოკლების შემდეგ დარჩენილ შემოსავალს ემიტენტი განკარგავს. პროგრამის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში მისი გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი (ასეთი შემოსავლის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი მოცულობით. 7. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისების შემდეგ პროგრამის მიმღები ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს ამ პროგრამის კრედიტორებს მათ მიერ საკუთარი უფლებების სათანადოდ განხორციელებისთვის და მოვალეობების სათანადოდ შესრულებისთვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მიმღებზე სრულად ვრცელდება ამ კანონით იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვასთან (მათ შორის, პროგრამის ვალდებულებების უზრუნველყოფასთან) და პროგრამის კრედიტორთა პერიოდულ ინფორმირებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნები. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 21 8. პროგრამის ადმინისტრატორის მიერ პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისებას, ამ მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, სხვა პირების (მათ შორის, მსესხებლის) თანხმობა არ სჭირდება. |