Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 9 ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული საშუალებები და ღონისძიებები. 1. ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული საშუალებები და ღონისძიებებია: ა) პროფილაქტიკური აცრა; ბ) სკრინინგი; გ) ტუბერკულოზით დაავადების რისკის ქვეშ მყოფი პირების მოძიების ღონისძიებები; დ) ტუბერკულოზის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები; ე) ინფექციის კონტროლის ღონისძიებები. 2. ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან დაკავშირებულ საშუალებებსა და ღონისძიებებს ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს სამინისტრო. ამ საშუალებებისა და ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულები, აგრეთვე სხვა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები. 3. ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული საშუალებებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. 4. პროფილაქტიკური აცრის ჩატარების სპეციალურ პროგრამას ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი. 5. ტუბერკულოზის თავიდან აცილებისათვის განსახორციელებელ სკრინინგის პროგრამებს ორგანიზებას უწევს სამინისტრო, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური. |
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 9 6. ტუბერკულოზით დაავადების რისკის ქვეშ მყოფი პირების მოძიების ღონისძიებებს ახორციელებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულები, რომლებიც მოიძიებენ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს ან/და პირებს, რომლებიც შესაძლოა პაციენტთან ახლო კონტაქტში ყოფილიყვნენ, ამ პირებს აწვდიან ინფორმაციას მათი ტუბერკულოზით დაავადების რისკის ქვეშ ყოფნის თაობაზე და უზრუნველყოფენ აღნიშნული პირების დიაგნოსტიკის (გამოკვლევის) მიზნით დროულ მიმართვას შესაბამისი დაწესებულებისათვის. 7. ტუბერკულოზის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს მოქალაქეებისათვის, უცხოელებისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ტუბერკულოზის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. ამ პირების ინფორმირების მიზანია ტუბერკულოზის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება და საქართველოში ტუბერკულოზის თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელების უნარ-ჩვევების გამომუშავება. ტუბერკულოზის შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს ახორციელებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულები. 8. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ღონისძიებების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ან სხვა შესაძლო ფინანსური წყაროებიდან განხორციელებას. |