FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  24

სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი იურიდიული პირები.
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო ან/და ხელმძღვანელი ორგანო უზრუნველყოფს, რომ თითოეული საპენსიო სქემის ფარგლებში დაინიშნოს ერთი ან ერთზე მეტი სპეციალიზებული დეპოზიტარი ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა დაინიშნოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ეს ხელშეკრულება, სხვა საკითხებთან ერთად, არეგულირებს იმ ინფორმაციის ცვლას, რომელიც აუცილებელია სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების ამ კანონის შესაბამისად შესასრულებლად.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება იყოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული სხვა იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს, განახორციელოს ფინანსური ინსტრუმენტების შენახვის მომსახურება.