Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ article 11 სამინისტროს გარანტია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველსაყოფად. 1. სამინისტრო არის ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. სამინისტრო არ ერევა ეროვნული ბიბლიოთეკის პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) ეროვნული ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და ხელშეუხებლობას; ბ) ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ხელშეწყობას მისი ფინანსური მხარდაჭერით და შესაბამისი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკის გატარებით; გ) ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებასა და რეგისტრაციას, აგრეთვე მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს; დ) დადგენილი ნუსხის მიხედვით ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ნაბეჭდი პროდუქციის უფასო სავალდებულო ეგზემპლარების გამოყოფას; ე) ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ხელისუფლების ორგანოებისა და ნებისმიერი უწყების ყველა ნორმატიული აქტის მიწოდებას; ვ) კადრების მომზადებისა და გადამზადების, შრომის ანაზღაურების, სოციალური გარანტიებისა და შეღავათების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას; ზ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობის ხელშეწყობას; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ article 11 თ) ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში გაწევრებას, სხვა სახელმწიფოების ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობას და საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში მონაწილეობას. 3. ეროვნულ ბიბლიოთეკაზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა პირობები გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ. |