Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საკონსულო საქმიანობის შესახებ article 23 სანოტარო მოქმედებების შესრულება. 1. საკონსულო თანამდებობის პირი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: ა) ადასტურებს/აუქმებს ანდერძს; ბ) ადასტურებს/აუქმებს მინდობილობას/რწმუნებულებას; გ) ამოწმებს დოკუმენტის ასლს ან/და დოკუმენტიდან ამონაწერს ან/და გასცემს დოკუმენტის ასლს; დ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; ე) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სისწორეს; ვ) ადასტურებს პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; ზ ადასტურებს განსაზღვრულ ადგილას პირის ყოფნის ფაქტს; თ) ადასტურებს პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობას; ი) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს; კ) ასრულებს საზღვაო პროტესტს. 2. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. |