Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 91 რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება. 1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ბათილად უნდა ცნოს რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაცია, თუ შესრულებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) საბაჟო ორგანო დარწმუნდა, რომ შესაბამისი საქონელი დაუყოვნებლივ უნდა მოექცეს განცხადებულისგან განსხვავებულ საბაჟო პროცედურაში; ბ) განსაკუთრებული გარემოებების გამო გაუმართლებელია საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება. 2. თუ საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვის შესახებ, ამ საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის თაობაზე დეკლარანტის განცხადება არ მიიღება საქონლის შესწავლის დასრულებამდე. 3. დაუშვებელია საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა შესაბამისი საქონლის გაშვების შემდეგ, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4. საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაცია შეიძლება ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, თუ იგი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ გარკვეული გარემოებების დადგომის (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის) გამო შეუძლებელია ამ საქონლის მიმართ განცხადებული საბაჟო პროცედურის გამოყენება; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 91 ბ) იმ საქონლის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (თავისუფალ მიმოქცევაში სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებისას), რომელიც მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით. |