FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  45

რკინიგზის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყოფლობისათვის და ტვირთგამგზავნის პასუხისმგებლობა მიწოდებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყენებლობისათვის.
1. რკინიგზა ვაგონის (კონტეინერის) ან/და რეფრიჟერატორული ვაგონის (ტრანსპორტიორის) გამოუყოფლობისათვის, ხოლო ტვირთგამგზავნი ტვირთის წარუდგენლობის, მისი დანიშნულების ადგილის შეცვლის, გამოყოფილი ვაგონის (კონტეინერის) ან/და რეფრიჟერატორული ვაგონის (ტრანსპორტიორის) გამოუყენებლობისათვის ან მის/მათ მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია, „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად აანაზღაუროს ზიანი.
2. ტვირთგამგზავნი ზიანის ანაზღაურებისაგან თავისუფლდება, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები:
    ა) დაუძლეველი ძალა;
    ბ) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის აკრძალვა, ტვირთის დატვირთვის შეწყვეტა ან შეზღუდვა;
    გ) ავარია, რომლის გამო შეწყდა ტვირთგამგზავნის ძირითადი საქმიანობა;
    დ) ტვირთგამგზავნის თანხმობის გარეშე ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაზიდვის განაცხადით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობით მიწოდებული ვაგონების (კონტეინერების) გამოუყენებლობა;
    ე) ტვირთის ტონობით გადაზიდვის განაცხადის შესრულება, თუ მისი გადაზიდვა დადგენილია ვაგონითა და ტონობით.
3. თუ ტვირთგამგზავნი ვაგონების (კონტეინერების) შემჭიდროებული დატვირთვის შედეგად იყენებს განაცხადით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის ვაგონებს (კონტეინერებს), მათი სრულად გამოუყენებლობით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  45

4. თუ ტვირთგამგზავნი დატვირთვამდე 2 დღით ადრე მაინც გააფრთხილებს რკინიგზის სადგურს ვაგონის (კონტეინერის) გამოუყენებლობის თაობაზე, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა მესამედით მცირდება.
5. რკინიგზა ზიანის ანაზღაურებისაგან თავისუფლდება, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები:
    ა) დაუძლეველი ძალა; ბ) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის აკრძალვა, ტვირთის დატვირთვის შეწყვეტა ან შეზღუდვა;
    გ) ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადაუხდელობა.
6. თუ ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) და ნავსადგური დააყოვნებენ ვაგონებს (კონტეინერებს) მათი დატვირთვის, გადმოტვირთვის, გაწმენდისა და გარეცხვის გამო, რკინიგზა თავისუფლდება ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან იმ რაოდენობის ვაგონების (კონტეინერების) გამოუყოფლობისათვის, რომლებიც დაყოვნდა და ამ მიზეზით ვერ მიეწოდა დასატვირთად.