Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ article 5 იმ სუბიექტების უფლებამოსილებანი, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას. 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი სუბიექტია, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ახორციელებს: სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც მიმართულია ტერორისტული საქმიანობის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ; იმ დანაშაულის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის გზით, რომელიც ტერორისტული მიზნითაა ჩადენილი და რომლის გამოძიება მის კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: აგროვებს ინფორმაციას უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და ახდენს მის სისტემატიზებას; კოორდინაციას უწევს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით; ეს ცენტრი უშუალოდ უზრუნველყოფს კონტრტერორისტული ღონისძიების ჩატარებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა დანაყოფები გამოყოფენ აუცილებელ ძალებსა და საშუალებებს და უზრუნველყოფენ მათ ეფექტიან გამოყენებას კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას. |
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ article 5 იმ სუბიექტების უფლებამოსილებანი, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას. . 3. საქართველოს დაზვერვის სამსახური მოიპოვებს და შემდეგ ამუშავებს ინფორმაციას საქართველოს გარეთ მოქმედი უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების შესახებ და დადგენილი წესით წარუდგენს სათანადო ორგანოებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს კონტრტერორისტულ ოპერაციებში. |
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ article 5 იმ სუბიექტების უფლებამოსილებანი, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას. . . 4. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მონაწილეობს იმ ტერორისტული აქტის აღმკვეთ ოპერაციაში, რომელიც მიმართულია თანამდებობის პირებისა და იმ ობიექტებისაკენ, რომელთა დაცვაც მათ კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3960 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №767 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. |