Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2142 მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ. 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ. 2. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. 21. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე 48 საათით ადრე. 22. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული თავშესაფრის მაძიებელი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 48 საათისა. 3. მოსამართლე საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2142 4. მოსამართლე უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება უცხოელისთვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ. 5. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების ან უცხოელისთვის ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ მოსამართლის ბრძანება შეიძლება ამ თავით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. |