FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  27

პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებები.
1. პარლამენტის მუშაობის ორგანიზებისთვის იქმნება პარლამენტის ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.
2. პარლამენტის ბიურო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით:
    ა) შეიმუშავებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს; საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს პარლამენტის სესიის ორკვირიანი ციკლის სამუშაო გეგმას;
    ბ) უზრუნველყოფს კანონის, დადგენილების, კონცეფციის, რეზოლუციის, მიმართვის, დეკლარაციის, პარლამენტის მიერ მისაღები სხვა აქტის პროექტის, აგრეთვე კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დასკვნების საფუძველზე საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტში შეტანას;
    გ) განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განხილვის შესახებ;
    დ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტში შეტანას;
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  27

ე) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევისა და მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნების საფუძველზე საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტში შეტანას;
    ვ) ამტკიცებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში, ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;
    ზ) ამტკიცებს კომიტეტების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დებულებებს;
    თ) წყვეტს ფრაქციათა რეგისტრაციის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის საკითხებს;
    ი) ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებასა და თანდართულ მასალებს, აგრეთველობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტისსაკითხს შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს; იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის საკითხზე, აგრეთვე ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ;
    კ) პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს;
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  27

ლ) ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოს დებულებას;
    მ) იღებს გადაწყვეტილებებს პარლამენტის მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე;
    ნ) ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას;
    ო) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.